ტყე

ტყე

воскресенье, 10 июля 2011 г.

ფოთოლი იხსნის კაცობრიობას

პროექტის სახელწოდება:  ფოთოლი გადაარჩენს კაცობრიობას.
.პროექტის მთავარი იდეა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გაითავისებენ დღევანდელ ეკოლოგიურად მძიმე სიტუაციას(გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით). უშუალო მონაწილენი გახდებიან ამ ლაბირინთიდან გამოსვლის საქმეში და თავად იზრუნებენ საკუთარი ჯანსაღი მომავლის შექმნაზე.




. პროექტის აქტუალობა: ბოლო ასწლეულში მსოფლიო დადგა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ეს პრობლემა შეეხო საქართველოსაც. სამწუხაროდ ამის მიზეზი ისევ და ისევ ადამიანის უმოწყალო ჩარევაა ბუნებაში, მისი გადაჭარბებული შრომა–საქმიანობის შედეგია.
    საბედნიეროდ, ისევ ადამიანებს ხელგვეწიფება ყველაფერი დავარეგულიროთ, ჩავაყენოთ მწყობრში. ამ საქმეში უნდა მოხდეს მასიურად ყველა ადამიანის ჩაბმა. გამონაკლისი არც მოსწავლე–ახალგაზრდობაა,რომელიც სწორედ უნდა აღიზარდოს ბუნების დაცვის, გაფრთხილების, გამრავალფეროვნების მოტივებზე.
ვთვლი რომ ეს აქტუალურზე აქტუალური თემაა დღევანდელ სიტუაციაში. თუმცა, ბევრი დაწერილა და კვლავაც დაიწერება ამ საკითხზე,მაგრამ,ეს აუცილებელია.იქნებ ჩვენი ძახილი მისწვდეს მსოფლიოს ყველა მოსწავლეს,მაშინ მივაღწევთ შედეგს.
პროექტის მიზნები: სერიოზულად დააფიქროს მოსწავლეები დღევანდელი პრობლემის სირთულეზე. გაითავისონ ეს საკითხები და მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ხსნა მართლაც მწვანე ფოთოლშია. მიიღონ უშუალო მონაწილეობა გარკვეული ტერიტორიების გამწვანებაში, ჩართონ ამ პროექტში სხვა კლასისა და სკოლის მოსწავლეებიც. დადგნენ ყველა ბუნების დაცვის სადარაჯოზე.
მონაწილეთა ასაკი: 8 კლასი.
. ვადები/ხანგრძლივობა: 3 წელი
მოსალოდნელი შედეგები: ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ბავშვები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში(დარგვის ვადები, მოვლა, გახარება დამატებითი საკვების მიცემა, მორწყვა, შეწამვლა)
      მოსწავლეები მოახდენენ ანალიზს ამ მასალის ირგვლივ, მოახდენენ საკითხის დაყოფას ნაწილებად, ერთმანეთთან შედარება–შეპირისპირებას, მიზეზ–შედეგობრივ კავშირს და ა. შ. განვითარდება შემოქმედებითი აზროვნება, სრულად მოახდენენ აღნიშნული მოქმედების სინთეზს. აქედან გამომდინარე შეუძლიათ ჰიპოთეზების წამოყენება. შესწავლილი ფაქტების, წესების და თეორიების საფუძველზე მოიფიქრონ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის გზები.
ბოლოს  მოსწავლეები კრიტიკული აზროვნების საფუძველზე ახდენენ შეფასებას შესწავლილი და განხორციელებული საკითხის ირგვლივ და მოჰყავთ არგუმენტები ამ თეორიის მიდგომის  შედეგიანობის, პრაქტიკული გამოყენების წინააღმდეგობრივი ფაქტების შესაფასებლად.
. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერები ყველა ჯგუფზე თითო მაინც, ფოტოაპარატები, შესაბამისი ლიტერატურა, დასარგავი ნერგები, სამუშაო იარაღები ნიადაგის დასამუშავებლად.
პროექტის ძირითადი აქტივობები: მოსწავლეები დაიყოფებიან ჯგუფებად(4ჯგ.)  თითოეულ ჯგუფს გადაეცემა გარკვეული ტერიტორია რომელზედაც იქნებიან პასუხისმგებელნი. მოიტანენ ნერგებს, გაამწვანებენ და გაალამაზებენ ამ ტერიტორიებს. შეუძლიათ  ინდივიდუალურად კომპიუტერების და დამხმარე  ლიტერატურის საშუალებით მოიძიონ წითელ წიგნში შესული მცენარეები და დარგონ ისინი ზემოთხსენებულ ტერიტორიებზე.
  ჩავატარებთ  აღნიშნულ თემებზე დისკუსიას, პრეზენტაციებს , მოვიწვევთ სხვა კლასის და სკოლის მოსწავლეებსაც რათა პროექტი უფრო ფართომასშტაბური გახდეს. პროექტის მოტივაციის გაზრდის მიზნით მივცემ კონკურსის სახეს. ვისი ტერიტორია უფრო ნაყოფიერი მოვლილი და ლამაზი იქნება
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის საშუალებით ხდება ინტეგრირება სხვა საგნებთან კერძოდ გეოგრაფიასთან, ყველა გაკვეთილი(პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული გაკვეთილები)  ხასიათდება კონკრეტული მიზნით, გამომდინარე ეროვნული სასწავლო  გეგმიდან. 
 პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა რევაზიშვილი
.ხელმძგვანელის ელ ფოსტა: khatunarevazishvili@gmail.com  
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: khatunarevazishvili.blogspot.com